1. პროექტის სახელწოდება: მოვაგვაროთ
დანაგვიანების პრობლემა ლოკალურ ტერიტორიაზე
2. პროექტის მთავარი იდეა: განვავითაროთ
მოსწავლეებში ეკო-სისტემის დაცვის
უნარები. ავამაღლოთ ცოდნის დონე ეკოლოგიისა და დასუფთავების შესახებ ადგილობრივ
ტერიტორიაზე
3. აქტუალობა:
პრობლემების აღმოჩენისა და მათი გადაჭრის გზების მოძიებისა და განხორციელების
უნარი. ეკო-სისტემის მოვლის კულტურა.
4. პროექტის მიზნები:
.პრობლემის აღმოჩენა და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა
.პრობლემის მოგვარების გზების ძიება
.არსებულისგან განსხვავებული, ალტერნატიული საშუალებების მოფიქრება
ჯგუფური მუშაობით თანამშრომლობითი კვლევის
წარმოება
5.
ვადები: 1 თვე
6. მონაწილეთა ასაკი: 16-17
7. მოსალოდნელი შედეგი:
1.
საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლება ეკო-სისტემაზე
2.
გარემოს
პატივისცემა
8. რესურსები:
ინტერნეტი, თაბახის ფურცლები, პრინტერი, ფერადი საღებავი.
9. პროექტის
მსვლელობა
აქტივობები
1.ინიციატივი წარდგენა
2.წინარე ცოდნის გააქტიურება. .ლექსიკა
. ჯიგზო: გავანაწილოთ ნივთები კატეგორიებში -მეტალი,
პლასტმასი, შუშა , ქაღალდი....
3.სამოქმედო გეგმის შედგენა
4.ფუნქციების განაწილება
5.განხორციელება (.საზოგადოების გამოკითხვა პრობლემის
დასადგენად.
.გამოკითხვა სასურველი ცვლილებების შესახებ.
.უცხოური გამოცდილების კვლევა
6.გამოკითხვის შეჯამება და საკუთარ მოსაზრებასთან შედარება
7.დასკვნის გამოტანა(დისკუსიის შედეგად)საუკეთესო ვარიანტის
შერჩევა.
8.შეჯამების შედეგების პრეზენტაცია კლასში.
9. პროექტის განხორციელება.
.დასუფთავების
აქცია ლოკალურ ტერიტორიაზე. მაგ: სკოლა ,ქუჩა...
.სარეკლამო
პოსტერების დამზადება და გავრცელება
პროექტის შეფასების განზოგადებული რუბრიკა
მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან
შეფასებაზე გადაყვანა
|
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები
2 ქულა
|
ოსტატური
3 ქულა
|
1.მიზანი
|
არ არის კარგად
გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად
აღსაქმელი
|
2.ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს
შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია თანმიმდევრულობა,
ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური
გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
|
3.შინაარსის კორექტულობა
|
ხშირად
გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
|
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი
შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად
კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
4.ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
|
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
|
ენობრივად გამართულია, დაცულია
პუნქტუაციის ნიშნები
|
5.კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი,
გამოყენებული წყაროები არ არის
სანდო, ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის
პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია
გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
|
კვლევა არის დაგეგმილი,
გამოყენებულია არაერთი წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
|
6.თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან
შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
|
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთანნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
|
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი,
აკურატულად შესრულებული
|
7.შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი
ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები,
რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და
თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
8.კავშირები
საგნებთან
|
არ ჩანს ჯგუფის
კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
|
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება
სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი
მიმართულებით კომპეტენტურობაზე
|
9.დასკვნები
|
არ არის
ჩამოყალიბებული დასკვნები
|
დასკვნები
ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
|
დასკვნებში არის
სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდააჩამოყალიბებულია
|
10.პრეზენტაცია
|
ეფექტურად არ არის
წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ
არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
|
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს,
პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
|
ნათლად
ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი,
ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას
|
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
• ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას;
• წინასწარი მომზადების საფუძველზე ახერხებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას და მის განმარტებას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
• წინასწარი მომზადების საფუძველზე აკეთებს სხვადასხვა ტიპის არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი მსახიობი ურჩევნია და რატომ, სად ურჩევნია წასვლა და რატომ და სხვა);
• მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით;
• პასუხობს წაკითხულ ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებს.
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა კურტანიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: lelakurtanidze7@gmail.com
No comments:
Post a Comment