1. გაკვეთილის მთავარი თემა
|
უილიამ შექსპირი, ,,მეფე ლირი“ მაშინ და დღეს
|
2.საგანი / მასწავლებელი
|
ინგლისური ენა/ ლელა კურტანიძე
|
3.სწავლების საფეხური/ კლასი
|
სVI / 11
კლასი
|
4.მოსწავლე/პროფილი
|
20 მოსწავლე/განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების
მოსწავლეები არ არიან.
|
5.
გაკვეთილის
მნიშვნელობა/
აქტუალობა
|
ü მოსწავლეები დეტალურად
გაეცნობიან ნაწარმოებს და მის მთავარ პერსონაჟებს. განიხილავენ მათთვის
ყველაზე საინტერესო პრობლემურ რამდენიმე საკითხს.
ü კრიტიკულად შეაფასებენ
გმირების ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.
ü აღნიშნული პროცედურა
ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მოზარდის მრავალმხრივ და საინტერესო
პიროვნებად ჩამოყალბებას.
ü
მოსწავლეები ეჩვევიან საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას, აზრის მკაფიოდ
და გასაგებად ჩამოყალიბებას და არგუმენტებით
მის განმტკიცებას, მოლაპარაკებას, სხვისი აზრის მოსმენას და დასკვნის გამოტანას,
საჭიროების შემთხვევაში უკან დახევას და აღიარებას, საკუთარი პოზიციის ობიექტურად
შეფასებას.
ü
მათ შეუძლიათ ესეების თავისუფლად წერა.
|
6.
გაკვეთილის
მიზანი
და
მისაღწევი
შედეგი
|
დიალოგური
მეტყველება
უცხ.ს.VI.13. მოსწავლეს
შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ინტერაქციაში მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.
მონოლოგური მეტყველება
უცხ.ს.VI.15. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე და სხვა).
უცხ.ს.VI.16. მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.
უცხ.ს.VI.17. მოსწავლე ფლობს და მეტყველებისას იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
კულტურათა დიალოგი
უცხ.ს.VI.19. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ.
|
7.წინარე ცოდნა
|
ü მოსწავლეებმა იციან შექსპირის აქტუალურობა.
ü მისი ბიოგრაფია, მთავარი პერსონაჟები
|
8.შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს
ვაფასებ წინასწარ დაგეგმილი შეფასების სქემის მიხედვით.
|
9.გამოყენებული სასწავლო მასალა/ ტექნიკური რესურსი
|
წიგნი (ადაპტირებული ვარიანტი), ინტერნეტი.... სპექტაკლი ,,მეფე ლირი“
|
10.
გაკვეთილის
მსვლელობა
და
მენეჯმენტი
|
ფაზა A
გამოწვევა
გონებრივი იერიში: 5 წუთი
1)
ვინ არის შექსპირი?
2)
სად და რომელ ეპოქაში
მოღვაწეობდა?
3)
რომელი ლიტერატურული
ჟანრის წარმომადგენელია?
4)
დავასახელოთ მისი ყველაზე
ცნობილი ნაწარმოებები.
ფაზა B
-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა1.რომელ ქვეყანაში მიმდინარეობს მოქმედება და ვინ არიან
მთავარი პერსონჟები? 5 წთ
აქტივობა2.ცოდნის
ორგანიზება- ჯგუფები ინაწილებენ პერსონაჯებს და ახასიათებენ მათ. 10 წთ
ფაზა C.ცოდნის ანალიზი
წინასწარ მომზადებული შეკითხვების დახმარებით კლასში გაიმართა დისკუსია პრობლემური საკითხის ირგვლივ(მაგ: იყო თუ არა სწორი მეფე ლირის გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ მისი შვილების სიტყვების გაეთვალისწინებინა ანდერძის შედგენისას. თუ კი, რატომ?. თუ არა, მაშინ როგორ უნდა მოქცეულიყო?)
2.როგორ უნდა მოქცეულიყო კორდელია მამის საქციელიდან გამომდინარე. და რა მოხდებოდა თუ ის სხვაგვარად იტყოდა თავის სათქმელს ან სხვაგვარად მოიქცეოდა.) 15 წთ
საშინაო დავალება
1.წარმოვიდგინოთ , როგორ განვითარდებოდა მოვლენები ეს
ყველაფერი რომ 21 -ე საუკუნეში მომხდარიყო(შევეფასოთ მთავარი გმირების საქციელი ჰუმანისტური
თეორიებისა და პრინციპების გათვალისწინებით)
2. დავწეროთ არგუმენტირებული ესე
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment